აჭარა საკრუიზო მეგალაინერებისა და მათ მიერ ჩამოყვანილი ათასობით ტურისტის გარეშე. პროექტი, რომელიც საკრუიზო პორტის მშენებლობას ითვალისწინებდა და, რომელიც წელს უნდა დასრულებულიყო, გაუქმებულია და მოლაპარაკებები ჩაშლილია.
პორტის მშენებლობას ბათუმში ამერიკული კომპანია როიალ კარიბიანი გეგმავდა.
ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკებები აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, ლევან ვარშალომიძემ დაიწყო და მემორანდუმიც 2011 წლის 27 ივნისს გააფორმა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროცესსს პრობლემები შეექმნა და, საბოლოოდ, ამერიკული კომპანია ქართულ ბაზარზე აღარ შემოვიდა.
ბათუმის ყოფილი მერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროექტი პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო ჩაშალა.
ბრალდებებს უარყოფს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. დავით ბალაძე ამბობს, რომ როილ კარიბაინს უარი არარსებული გარანტიების გამო ეთქვა.
აჭარის მთავრობა საკრებულოს ზუტად იმ ადგილას, სადაც ამერიკული ინვესტიციით საკრუზიო პორტი უნდა აშენებული, ახალი კონცეფციის შექმნაზე მუშაობის დაწყებას სთხოვს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ხელისუფლება ტენდერის გამოცხადებას გეგმავს, რათა შეიქმნას ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფცია.
ოპოზიცია კი ხელისუფლების კორუფციულ გეგმაზე საუბრობს. მმართველი გუნდის ოპონენტები აქცენტს ბიუჯეტიდან ფუჭად დახარჟულ მილიონებზე აკეთებენ.
აჭარის მაჟორიტარი დეპუტატის, მურმან დუმბაძის, მტკიცებით, აჭარის მთავრობის მეთაურად მუშაობის განმავლობაში, არჩილ ხაბაძემ რეგიონის ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.
ავტორები: ნოდარ მელაძე, გიორგი ჩიკვილაძე.