Добавить новость


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შანსი ვერ გამოიყენა, რომ გარშემო არსებული კრიზისით ესარგებლა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლების იმ არგუმენტს, რომ ეკონომიკური პრობლემები გარეფაქტორებით არის განპირობებული.  

ამის შესახებ მან გადაცემა განსხვავებულ აქცენტებთან ისაუბრა და თქვა, რომ, როდესაც გარშემო ქვეყნებს ასე უჭირს, ეს არის განვითარების ძალიან მარტივი გზა, თუკი შენი ქვეყნის კანონმდებლობა არის ამისთვის მზად და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით.  

"რუსეთიდან კაპიტალი გარბის. ჩვენ შანსი გვქონდა, რომ მთელი ეს ფული გამოგვეწოვა. როდესაც გარშემო კრიზისია, ეს არის უნიკალური შანსი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს მოქნილი ეკონომიკა და გარემო," - ამბობს სააკაშვილი და დასძენს, რომ ეს ახლა საქართველოში გამორიცხულია, რადგან "ქვეყანას ოლიგარქი აკონტროლებს".  

"როდესაც ოლოგარქი აკონტროლებს ეკონომიკას, ოლიგარქი ყოველთვის ეუბნება, რომ წილი უნდა იყოს მისი. ეს არის ოლიგარქიატი და სხვანაირად არ ხდება. ოლიგარქს იმიტომ აქვს ფული, რომ ყოველთვის ვიღაცას უჯდებოდა წილში... ის საქართველოს ხო არ მართავს, ის საქართველოს ფლობს, აქვს და მიაჩნია, რომ ეს მისი ნაწილია და, როცა უნდა, ხეს მოთხრის, როცა უნდა,  სახლს გაიფართოვებს, მიწას მიიტაცებს და ა.შ. ამიტომაც აქ ბიზნესმენი როგორ შემოვა და  ვინ აკეთებს მასთან ბიზნეს, აფერისტი მაშკევიჩი... ოლიგარქის ბრძანებით იაფ კრედიტს აძლევენ და მონოპოლიის საშუალებას აძლევენ და თქვენ გიკვირთ, რომ ეს შანსი ვერ გამოიყენეს?" - ამბობს სააკაშვილი. 

მისი თქმით, დღეს მთავრობის წევრებიც სწორედ ასე იქცევიან და მათ რიგში კონკრეტულად ენერგეტიკის მინისტრი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, "ყველამ იცის, რომ ისედაც ყველას წილში უჯდება". 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus