Добавить новость




Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

NATO საქართველოს მოუწოდებს შეინარჩუნოს რეფორმების განხორციელების ძალისხმევის იმპულსი

ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღია კარის პოლიტიკაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი 14 პუნქტიანია და 4 მთლიანად საქართველოს ეძღვნება.

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ იარაღს წევრობის მოსამზადებლად. NATO ასევე მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს ყველა შესაძლებლობის გამოყენება ალიანსთან უფრო მეტად დაახლოების მიზნით. განცხადებაში ასევე წერია, რომ ალიანსი ახალ პრაქტიკულ გზებს მოიძიებს მხარდაჭერის გასაძლიერებლად მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და გაზრდილი თანამშრომლობის მეშვეობით.

ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისათვის, მათ შორის სასამართლო და უსაფრთხოების სამსახურებში, ჯარის მოდერნიზებასა და თავდაცვით ინსტიტუტებში. 

"ვითვალისწინებთ ბოლოდროინედლ მოვლენებს მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს ძალისხმევა რეფორმების განხორციელებაში, რის მხარდაჭერასაც ჩვენ განვაგრძობთ", - აღნიშნულია ოფიციალურ კომუნიკეში. 

NATO მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მონაწილეობას ალიანსის რეაგირების ძალებსა და ავღანეთის ოპერაციებში, ასევე აფასებს ქართველი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და წვლილს უსაფრთხოებისთვის.

NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო საზღვრებში. ალიანსი მიესალმება საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა და მოუწოდებს რუსეთს ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. ასევე NATO მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობა და გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოდან.

NATO არ აღიარებს ე.წ. რუსეთის შეთანხმებებს საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთთან (2014 წლის ნოემბერი) და სამხრეთ ოსეთთან (2015 წლის მარტი).

"ეს შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - აღნიშნულია კომუნიკეში. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus