მიწასთან დაკავშირებით ტოტალური შეზღუდვა კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება, მათ შორის პრაქტიკული მიზეზების გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ”მიწასთან დაკავშირებით ძალიან ადვილია სპეკულირება და ემოციებზე თამაში. მიწასთან დაკავშირებით ტოტალური შეზღუდვა კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება, მათ შორის პრაქტიკული მიზეზების გამო. მაგალითად,: საქართველოში მოქმედებს კომერციული ბანკები. არაერთი ბანკია, სადაც აქვთ წილი უცხოელებს. თუ ტოტალურ შეზღუდვას […]