უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პროკურატურის მიერ ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ ფარული ვიდეომასალის გასაჯაროებას „მარშალპრესის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა: „მე ვფიქრობ, პროკურატურამ ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც არსებობდა დააკმაყოფილა. გამოძიებამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ვიდეომასალის გასაჯაროება იყო საჭირო. ჩანაწერში ნაჩვენები იყო სწორედ ის ნაწილი, რაც ბრალში აქვს ასახული დეკანოზ გიორგი მამალაძეს. ალბათ, ლოგიკურად სწორედ ამიტომ […]