ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი, მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ამ დროისთის, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, […]