ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეასწავლიან. აღნიშნულის თაობაზე ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის (Galicja Vitis) გაფორმდა.