პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი წარადგინა – განცხადება მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამარტულ ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით უშიშროების მდივნის პოსტზე წარდგენილია დავით რაქვიაშვილი. დავით რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს – 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. „დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. აქვს სერიოზული გამოცდილება. ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა […]