რესპუბლიკური პარტიის რუსთავის ორგანიზაცია 35-მა წევრმა დატოვა და მმართველ პარტიას შეუერთდა. მათი განცხადებით, წამოსვლის მიზეზი, რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლა გახდა. ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მათი პარტიაში ყოფნა განპირობებული იყო იმით, რომ რესპუბლიკური პარტია “ქართული ოცნების” შემადგენლობაში იყო.