საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს. საქმე ეხება კობახიძის მიერ, ელისაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც კობახიძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს ელისაშვილის აქტივობები ხეების ჭრასთან დაკავშირებით 2012 წლამდე.