მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ” საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს და „ქართუ ჯგუფის” საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს გადასცემს. „საქართველო მინიატურებში” – საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ „ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეკრეაციულ პარკშია გაშენებული. მინიატურების კომპლექსი კომპანია „არქიტექტურული ლაბორატორია #3″-მა […]