საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მე-4 შვილის მამა გახდა. წყვილმა შვილს ნინო დაარქვა. ახალშობილი 3,5 კილოგრამს იწონის. ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს: “მე და ნუნუკას მე-4 შვილი შეგვეძინა! ნინო ღარიბაშვილი! ვამაყობ ჩემი მეუღლით!” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.