ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, კომენტარით: ”ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ამბავია: ჯერ არცერთ სოფელში მინახავს ბავშვთა გასართობი ცენტრი. თუშებით დასახლებულ ქვემო ალვანში აღმოვაჩინე, რომელიც საბავშო ბაღის ყოფილმა თანამშრომელმა ცირა რაინაულმა გააკეთა. როცა უსამსახუროდ დარჩა, მაინც ბავშვებზე ფიქრობდა. ამიტომ, ბიზნესგეგმა შეიმუშავა და საკუთარი ხარჯებითა და „აწარმოე საქართველოს“ 15 ათასლარიანი გრანტით სოფელში […]