ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 5 სექტემბერს გაიმართება: „უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპაში მიღებულია. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება პროცედურულ დეტალებს, რაც თანამიმდევრულად მიმდინარეობს შესაბამის სტრუქტურებში. 5 სექტემბერს იგეგმება კენჭისყრა ევროპარლამენტის […]