სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება. „ქართული ოცნება“ 13 ივლისს საგურამოში პარტიის ახალ სახეებს წარადგენს. “მე არ ვიქნები სიაში, ვიცი, რომ ხვალ იქნება პრეზენტაცია და გახდება ცნობილი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომელბიც ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში და შემდეგ იქნება მაჟორიტარების წარდგენა”, – განაცხადა კახიშვილმა.