თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტების შეკითხვაზე რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით ამგვარად უპასუხა: „თანამდებობიდან დატოვების საკითხზე განმარტება ძალიან ბევრჯერ მაქვს გაკეთებული. არ ვაპირებ თქვენთან ასეთ ფორმატში საუბარს. აღარ ვიცი რამდენჯერ შეიძლება გითხრათ, დილა თენდება ამით, ღამე მთავრდება ამით. როცა მე და პრემიერი მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა ერთად გაიგებთ. კალენდარზე მე და პრემიერი ჩამოვყალიბდებით“, – […]