რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში ჩასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის ბრძანება გასცა. პუტინისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ რუსი ტურისტებისთვის თურქეთში ვიზიტზე არსებული შეზღუდვების გაუქმება იყო. პუტინის თქმით, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აღსადგენად, რუსეთის მთავრობა შესაბამის თურქულ უწყებებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა 2015 წლის ნოემბერში თურქულის ავიაციის მიერ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. […]