გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უკვე შეხვდა გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს და ეს არის მნიშვნელოვანი და კარგი საფუძველი ეკონომიკური ურთიერთობები გერმანულ საწარმოებთან გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში: ”ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას. ალბათ ჯერ გერმანიაში […]