თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პოლონეთში დაგეგმილ ნატოს სწავლებებზე ქართული ასეული არწასვლის მიზეზებზე განმარტებას აკეთებს. ხიდაშელის თქმით ამ მხრივ ყველა პირობა არსებობდა და უწყება სრულ მზადყოფნაში იყო, თუმცა ავადმყოფობის მიზეზით და აქედან გამომდინარე სხვა სამხედროებისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ქართული ასეული სწავლებაზე აღარ გაემგზავრა.