ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის მიერ, თავდაცვის მინისტრის შესახებ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. “შეეშვით შვილების თემას!!!შეეშვით პოლიტიკურ ბრძოლაში შვილების გამოყენებას! ვინაიდან ვიცი მრავალი წელია და ვიცნობ გადასარევად,ვიტყვი-არასოდეს თინა ხიდაშელს შვილები არსად ჰყოლია გახიზნული და ქვეყნიდან გადამალული….ძალიან ტეხავს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ბრძოლა შვილების თემით,თან როცა სიმართლეს არ შეესაბამება”,- წერს ინგა გრიგოლია.