საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია – საქართველოს ინტერვიუ Associated Press-თან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს დასავლურ კურსს და იძლევა პირობას, რომ შემოდგომაზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. Associated Press-თან ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს (პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა) მომავალი ევროკავშირსა და NATO-შია. „ქართველი ხალხი ერთხმად ადასტურებს თავის პროდასავლურ, პროევროპულ ნებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა […]