“რესპუბლიკური პარტიის” წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ქართული საზოგადოება მკაფიოდ ემიჯნება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას. ბერძენიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ნუ იქცევიან პირადი ცხოვრების დამშანტაჟებლების მოკავშირეებად. “ნებსით, თუ უნებლიედ ნუ შეუწყობთ ხელს ლაზღანდარების, პოლიტიკური შანტაჟისტების, ჭორების ტირაჟირებას. ქართული საზოგადოება ძალიან მკაფიოდ ემიჯნება ამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პროცესს, ამიტომ სურვილი და იმედი მაქვს, რომ შანტაჟისტებს […]