გიორგი პაპუაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო თავდასხმად აფასებს იუსტიციის სამინისტრო და პაპუაშვილის კონკურსში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს. შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის კომპეტენცია 5-ქულიან სისტემაში ნახევარი ქულით, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა – 0, ეკა ბესელიამ კი – 2 ქულით შეაფასა. ხელისუფლებიდან ყველაზე მაღალი შეფასება პაპუაშვილს ვახტანგ ხმალაძემ მისცა – 4,5 ქულა. იუსტიციის სამინისტრომ მოუწოდა […]