ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრისგან “მაესტროს” დირექტორად დარეგისტრირებას 15 თებერვალსაც დაელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარს შეიტანს. როგორც “ინტერპრესნიუსს” გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, საჯაო რეესტრს განცხადებით მიმართა. მისი თქმით, განცხადებას დაურთო საქალაქო სასამართლოს განჩინება, სადაც არ დაკმაყოფილდა ბაია გადაბაძის მოთხოვნა “მაესტროს” პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. ადვოკატის თქმით, აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი საჯარო რეესტრმა ორშაბათს უნდა გასცეს, […]