გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 21 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის საპატიო კონსულთან თემურ ჭიჭინაძესთან, რომელმაც ჩემში, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს საკონსულო სამსახურის შემქმნელში, შესაბამისი ინტერესი და რეაქცია გამოიწვია. ინტერვიუს სათაური და შინაარსი „რატომ დაერია მაია ფანჯიკიძე საპატიო კონსულებს?“ – აშკარად ასახავს იმ მანკიერ ვითარებას, რასაც აღნიშნულ სამინისტროში ჰქონდა და აქვს ადგილი – არა მარტო საპატიო […]