პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფეისბუკზე წერს, რომ მზად არის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტომობილებით დაეხმაროს. “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმოს.”