Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვაშინგტონს გაეროში რეზოლუცია შეაქვს, ამბობს, რომ ირანს "მძევლად ჰყავს მსოფლიოს ეკონომიკა"

ვაშინგტონს გაეროს უშიშროების საბჭოში შეაქვს რეზოლუცია ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოებისთვის და ირანს ბრალს სდებს გლობალური ვაჭრობისთვის საფრთხის შექმნაში. ამ განცხადებით 5 მაისს გამოვდა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

5 მაისს, ჟურნალისტებთან ლაპარაკში რუბიომ თქვა, რომ ირანს "კვლავ მძევლად ჰყავს მსოფლიო ეკონომიკა", საზღვაო გადაადგილებისთვის საფრთხის შექმნით, საზღვაო ნაღმებით და გადასახადების დაწესების მცდელობებით.

რეზოლუციის პროექტი, რომელსაც სპარსეთის ყურის პარტნიორი ქვეყნები უჭერენ მხარს, თეირანისგან მოითხოვს "შეწყვიტოს თავდასხმები, დანაღმვა და გადასახადების დაწესება", გაამხილოს ნაღმების ადგილი და მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას. აშშ-ის მოლოდინით, დოკუმენტის შესახებ კენჭისყრა "უახლოეს დღეებში" გაიმართება - ამბობს რუბიო.

რუბიოს თქმით, საომარი ოპერაცია სახელით "ეპიკური მძვინვარება", რომელსაც აშშ ირანის წინააღმდეგ აწარმოებდა, დასრულებულია, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე აცნობა კონგრესს. ჰორმუზის სრუტეში ამჟამად მიმდინარე ოპერაციას ეწოდება "პროექტი თავისუფლება".

მანამდე 5 მაისს ტრამპმა ირანს მოუწოდა "გონიერად მოიქცეს" და გააფორმოს ხელშეკრულება ომის შეწყვეტის შესახებ, მყიფე ზავის მოქმედების პირობებში. თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამოსვლისას ტრამპი აცხადებდა, რომ ირანის არმია უკვე "სრულად განადგურებულია" და ამიტომ ირანმა "კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართოს".

ტრამპი აცხადებს, რომ მაღალ შეფასებას აძლევს ამერიკის მიერ შემოღებულ ბლოკადას ირანის პორტებზე.

პარალელურად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კვლავ განაცხადა, რომ ხომალდებისთვის ჰორმუზის სრუტეზე გავლის ერთადერთი უსაფრთხო გზაა ირანის მიერ განსაზღვრული დერეფანი. თეირანი ხომალდების ეკიპაჟებს აფრთხილებს, რომ "სრუტეში მარშრუტის ნებმისმიერი ცვლილება სახიფათოა და ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მხრიდან".

ირანის ეს განცხადება გაკეთდა ერთ დღეში მას მერე, რაც აშშ-მა გამოაცხადა "პროექტი თავისუფლების" დაწყება - რომელიც ნეიტრალური ქვეყნების ხომალდებს ჰორმუზის სრუტის გავლაში უნდა დაეხმაროს. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციის და ირანის მხრიდან სრუტის ბლოკირების გამო ხომალდების ნაწილი სპარსეთის ყურეში ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში იყო გაჩერებული.

აშშ-ის მისიის პირველ დღეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე ხომალდს. ამასთან, დრონებით შეტევებმა, რომლებსაც ირანს მიაწერენ, ხანძარი გამოიწვია არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტში.

აპრილის დასაწყისიდან რეგიონში მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თუმცა ხომალდების მოძრაობა მკაცრადაა შეზღუდული საზღვაო ბლოკადის გამო. ირანის ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ მათი ნებართვის გარეშე სრუტეზე გავლა შეუძლებელია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus