„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლებას პროგრესი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან მაგალითად დაასახელა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და დაგეგმილი ვიზიტი.