Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ქართულ-ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია „მაისის ბოლომდე გაღრმავდება“

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ „მაისის ბოლომდე ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია გაღრმავდება“.
მისი თქმით, „ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს, მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება“. დეტალებზე არ საუბრობს.
მანამდე, ურთიერთობების დალაგების ვადად აპრილის თვე იყო დასახელებული. „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის დეპუტატი ლევან მახაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე, საუბრობდნენ აპრილის თვეში აშშ-ში დაგეგმილ სავარაუდო ვიზიტზე.
„იცით, რომ აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები“, - თქვა კახა კალაძემ 2026 წლის 2 აპრილს "რუსთავი 2-ის" ეთერში სტუმრობისას.„აპრილში აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოში მიმდინარე პროცესები და შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ, სადაც გამოიკვეთება რაღაც საერთო ინტერესი“, - თქვა ლევან მახაშვილმა 4 აპრილს ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ვიზიტს გულისხმობდა ან ვინ იქნებოდნენ დელეგაციის შემადგენლობაში.

ამ განცხადებების შემდეგ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად, აშშ-ის საელჩოში განაცხადეს: „ამ ეტაპზე ვიზიტის შესახებ არ გვაქვს გამოსაცხადებელი“.
We have no visit to announce at this time - მოგვწერეს ელექტრონულ ფოსტაზე ინგლისურ ენაზე.

„მე ასეთი ვადა არ მითქვამს, არ ვიცი, შეიძლება კახა კალაძემ თქვა კონკრეტულ კონტექსტში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე, კონკრეტულად ვამბობ ამ შემთხვევაში მაისის თვეს, აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით", - თქვა დღეს, 29 აპრილს, ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ს 2024 წლის 30 ნოემბრიდან შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის.
2026 წლის 30 მარტს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. შინაარსი არ გასაჯაროებულა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ნაყოფიერი საუბარი შედგა“.უფრო ადრე, 26 მარტს, საქართველოში ვიზიტად მყოფი პიტერ ანდრეოლი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.იანვრის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია. მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, 29 იანვარს დელეგაციის წევრები შეხვდნენ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერებსაც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus