Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირმა უკრაინას შესაძლოა, გაუმკაცროს 90-მილიარდიანი კრედიტის მიღების პირობები - Bloomberg

ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, უკრაინას გაუმკაცროს მოთხოვნები, რომლებიც 90 მილიარდი ევროს კრედიტის სანაცვლოდ უნდა შეასრულოს. ეს თანხა კიევმა 2026-2027 წლებში უნდა მიიღოს.

პირობების გამკაცრების შესაძლებლობაზე სააგენტო Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, შესაბამის გეგმას ევროკომისია განიხილავს. მათ შორის საუბარია უკრაინის საგადასახადო კოდექსში არაპოპულარულ ცვლილებებზე, რომლებიც ბიზნესს უნდა შეეხოს.

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის საბოლოო გადაწყვეტილება 23 აპრილს მიიღეს.მანამდე კრედიტი დაბლოკილი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც თანხმობის სანაცვლოდ მოითხოვდა უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას და რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას. ტრანზიტი 23 აპრილიდან განახლდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის 90-მილიარდიან კრედიტს გამოიყენებს არმიის გასაძლიერებლად და უკრაინის მოქალაქეებისადმი არსებული სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად. ზელენსკის თანახმად, თანხას მიმართავენ იარაღის წარმოებისა და პარტნიორებისგან იარაღის შესაძენად და მომავალი ზამთრისთვის უკრაინის ენერგოსისტემის მოსამზადებლად.

უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკა პრავდის" ცნობით, 29 აპრილს ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა 90-მილიარდიანი კრედიტის პირველ ტრანშს, საიდანაც 6 მილიარდი დრონებისთვისაა განკუთვნილი, 2026 წლის მეორე კვარტალში მიიღებს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კიევს დაუმტკიცა 90 მილიარდი ევროს კრედიტი, ვარაუდობდნენ, რომ უკრაინას ფინანსების პრობლემა 2028 წლამდე არ შეექმნებოდა, თუმცა 24 აპრილს გამოცემა WSJ-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკვე 2027 წელს უკრაინას საბიუჯეტო საჭიროებებისთვის დამატებით 19 მილიარდი ევრო დასჭირდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus