დავით სერგეენკომ საგანგებო თატბირი გამართა სადაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართვიანობის გაზრდის პერიოდში შესაბამისად მომზადებისკენ მოუწოდა და რესურსების სრულად მობილიზება მოსთხოვა. რეკომენდაციები გაავრცელა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც. „მენეჯერებს ვთხოვ არ დაუშვან დაავადებული ადამიანები სამუშაო ადგილებზე. იმიტომ რომ ისინი სხვა თანამშრომლებსაც გაუხდიან ავად. იგივე ეხება სკოლასაც. სკოლაში ჯანმრთელად მყოფმა ბავშვმა უნდა იაროს. ასევე თუ რაიმე პრობლემებია დროულად მიმარტონ […]