Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთმა გერმანიის ელჩი დაიბარა ემიგრაციაში მყოფ ჩეჩენთან კანონმდებლის შეხვედრის გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს განაცხადა, რომ გერმანიის ელჩი დაიბარა გერმანელ კანონმდებელსა და იმ ჩეჩენ სეპარატისტს შორის კიევში გამართული შეხვედრის გამო, რომელიც მოსკოვის თქმით, „ტერორისტულ“ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

რუსეთის მხარემ გერმანიის ელჩს, ალექსანდერ ლამბსდორფს, პროტესტი გამოუცხადა ბუნდესტაგის დეპუტატ როდერიხ კიზევეტერისა და ახმედ ზაკაევის შეხვედრის გამო. მოსკოვის განმარტებით, ზაკაევი ხელმძღვანელობს უკანონოდ გამოცხადებულ „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას“, რის გამოც მასთან გამართულ მოლაპარაკებებს კრემლი მიუღებლად მიიჩნევს.

“ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკამ” მოსკოვისგან ფაქტობრივი დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების შუა პერიოდში, ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით მისი ხელმძღვანელობა ემიგრაციაში წავიდა.

იჩქერია რუსეთის სამხრეთ რეგიონის, ჩეჩნეთის ისტორიული სახელწოდებაა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა ჩეჩენ სეპარატისტებთან რეგიონში ორი ომი აწარმოვა.

რუსეთმა "ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სტრუქტურას ან წარმომადგენელს უკანონოდ მიიჩნევს.

„ელჩს კიევში ბოლო შეხვედრასთან დაკავშირებით მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს“, - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ მოსკოვი კონტაქტებს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს და ბერლინს მტრულად შეფასებული ქმედებების „უარყოფითი შედეგების“ შესახებ აფრთხილებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბრალდებებს „სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო“ უწოდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus