Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი: გაუქმდა ისლამაბადში უიტკოფის და კუშნერის ვიზიტი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივენ უიტკოფი და ჯარედ ჯუშნერი არ გაემგზავრებიან ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებებისთვის. ეს გამომდინარეობს ტრამპის ინტერვიუდან, რომელიც მან 25 აპრილს მისცა Fox News-ს. თეთრი სახლი ბოლო დრომდე ადასტურებდა, რომ ეს ვიზიტი შედგებოდა.

"ჩვენ ყველა კარტი გვიჭირავს. მათ [ირანელებს] შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში დაგვირეკონ, მაგრამ ჩვენ აღარ დავხარჯავთ 18 საათს გადაფრენებზე, რათა შევხვდეთ და არაფერზე ვილაპარაკოთ"- თქვა ტრამპმა.

მედიის კითხვებს, გაუქმდა თუ არა ვიზიტი, თეთრ სახლში პრეზიდენტის სიტყვების მოხმობით უპასუხეს. შემდეგ ტრამპმა დაადასტურა, რომ გააუქმა აშშ-ის ნებისმიერი წარმომადგენლის მგზავრობა ირანთან მოლაპარაკებისთვის - ეს მან დაწერა სოციალური ქსელით Truth Social. ტრამპმა კვლავ გამოთქვა მოსაზრება, რომ ირანის ხელისუფლებაში არსებული უთანხმოება წინაღობას უქმნის შეთანხმების მიღწევას.

ერთი დღით ადრე მედია იუწყებოდა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები პაკისტანში გაემგზავრებოდნენ ირანთან მოლაპარაკების მეორე რაუდის გამართვის მიზნით, ასახელებდნენ კონკრეტულ დღესაც - 27 აპრილს. პარალელურად, ირანში კვლავ არ ადასტურებდნენ მზადებას მოლაპარაკებებისთვის.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ შაბათს დაასრულა ვიზიტი ისლამაბადში. მისი სიტყვებით, მან პაკისტანელ შუამავლებს გააცნო კონფლიქტის დასრულების ირანული ხედვა. არაყჩის შეფასებით, გაურკვეველია რამდენად სერიოზულად არიან აშშ-ში განწყობილები დიპლომატიისთვის.

ირანი კვლავ მოითხოვს აშშ-ის ბლოკადის მოხსნას თავის პორტებზე და ამას მთავარ პირობად ასახელებს დიალოგის პროგრესისთვის.

მოცემულ მომენტში კვლავ ძალაშია ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ტრამპმა მიმდინარე კვირაში გაახანგრძლივა, დასრულების კონკრეტული ვადის დასახელების გარეშე. აშშ განაგრძობს ირანის საზღვაო პორტების ბლოკირებას, ირანს ჰორმუზის სრუტე აქვს ბლოკირებული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus