Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი გამოვიდა წინადადებით აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკება აზერბაიჯანში გაიმართოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი მზადაა აშშ-სთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ზელენსკიმ ეს გამოაცხადა აზერბაიჯანში, გაბალაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.

"ცხადია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების როლს, როგორც შუამავლებისა ამ პროცესში. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. ასეთი მოლაპარაკება ჩავატარეთ თურქეთში, ამერიკელ პარტნიორებთან - შვეიცარიაში. მზად ვართ ასეთი მოლაპარაკება აზერბაიჯანში გაიმართოს" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ექვს შეთანხმებას, რომელთა მთავარ საკითხად უსაფრთხოება რჩება. "დღეს ნომერი ერთი მიმართულება არის უსაფრთხოება. ესაა თავდაცვითი-საწარმო კომპლექსი" - თქვა ზელენსკიმ.

შეთანხმებათა დეტალები ცნობილი არ არის. აზერბაიჯანს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევია, თუმცა უგზავნიდა ჰუმანიტარულ ტვირთს და ელექტროქსელების აღჭურვილობას.

აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა წინა შეხვედრა 17-18 თებერვალს, ჟენევაში გაიმართა. მარტის შუა რიცხვებში კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებში პაუზა იყო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საომარი მოქმედებების გამო. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ლაპარაკობდა აშშ-ის მხრიდან უკრაინის შესახებ გამოთქმულ "მნიშვნელოვან წინადადებებზე", რომლებიც ჯერ არაა ხორცშესხმული.

კიევისა და ბაქოს კავშირები გააქტიურდა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე, მას მერე, რაც 2024 წლის დეკემბერში ქალაქ აქტაუს თავზე ჩამოვარდა Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი, დაიღუპა 38 ადამიანი. 2026 წლის აპრილში აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები იუწყებოდნენ, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს კატასტროფის შედეგებთან გამკლავების მიზნით, მათ შორის კომპენსაციის საკითხზე. დეტალები საჯარო არ გამხდარა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus