Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სიმონიანის რომანი ჩაამატეს რუსეთის ლიტერატურული პრემიის ნომინანტთა სიაში

რუსეთში პრესტიჟულად მიჩნეული ლიტერატურული პრემიის, „ბოლშაია კნიგა“-ს (დიდი წიგნი) ნომინანტთა სიაში ჩაამატეს რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული ტელეარხის, RT-ს მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის რომანი.

22 აპრილს ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნეს ვინაობა 29 ავტორის და მათი რომანებისა, რომლებსაც მხატვრულ პროზაში პრემიის მოპოვების შანსი აქვთ. ეს სია გაავრცელა რუსეთის მედიამაც, მათ შორის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“.

მოგვიანებით, ლიტერატურული პრემიის საიტზე გამოქვეყნდა 30-მდე გაზრდილი ჩამონათვალი, რომელსაც 25-ე ნომრად დამატებული აქვს მარგარიტა სიმონიანი თავისი რომანით „დასაწყისში იყო სიტყვა - ბოლოს იქნება ციფრი“. მანამდე 25-ე იყო ანდრეი სტოლიაროვი, რომელიც 26-ე გახდა, ბოლო, 29-ე სერგეი შარგუნოვი კი 30-ე.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ცვლილება შეამჩნია, კრიტიკოსი სერგეი ლებედენკოა. მის ტელეგრამ-არხზე „კნიგიჟარი" მარგარიტა სიმონიანი „კარის პროპაგანდისტადაა“ მოხსენიებული.

განახლება: 23 აპრილს ლიტერატურული კონკურსის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა განმარტება, რომ მოხდა „უკიდურესად უსიამოვნო შეცდომა“, სიაში სიმონიანი თავიდანვე იყო და პრესკონფერენციისთვის მასალების მომზადებისას სია არასწორად გადაიტანეს „უყურადღებობის“ გამო.

სიმონიანის რომანი 2025 წლის ივლისში გამოიცა. გამომცემლობა „ეკსმო-ასტის" თანახმად, „ბიბლიურ წინასწარმეტყველებასთან სრულ შესაბამისობაში დაწერილი“ რომანი იმაზეა, თუ რა ელოდება კაცობრიობას 60 წლის შემდეგ და როგორი იქნება სამყაროს დასასრული.რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, გამოცემის ტირაჟი 88 ათასი იყო და 2025 წლის ოქტომბერში „თვის წიგნი" გახდა მაღაზიათა ქსელში „ჩიტაი-გოროდ".სიმონიანის რომანი ფედერალურ სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოსაც“ გადასცეს უცხოეთის ბიბლიოთეკებში გასავრცელებლად.მარგარიტა სიმონიანი სანქცირებულია ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus