პრინცი ჰარი ისევ უკრაინაშია
23 აპრილს უკრაინაში ჩავიდა სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი. მისი ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო.ბრიტანელმა ჟურნალისტმა კრის შიპმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე გამოაქვეყნა კიევის რკინიგზის სადგურში გადაღებული ვიდეო. პრინცი ჰარი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა.პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა 2025 წლის აპრილსა და სექტემბერშიც. ჰარი და მის მიერ დაარსებული ფონდი Invictus Games-ი ჩართული არიან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში.პრინცი ჰარი ათ წელს მსახურობდა დიდი ბრიტანეთის არმიაში.