Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთში Telegram-ის დამაარსებლის ძველ მისამართზე მივიდა უწყება, რომელშიც ის ეჭვმიტანილადაა მოხსენიებული

მესინჯერ Telegram-ის დამაარსებელი პაველ დუროვი 22 აპრილის საღამოს წერს, რომ მისამართზე, სადაც რუსეთში 20 წლის წინ ცხოვრობდა, მივიდა უწყება, რომელშიც ის "ეჭვმიტანილადაა" მოხსენიებული.

"როგორც ჩანს, მათთვის ეჭვმიტანილი ვარ რუსეთის კონსტიტუციის 29-ე და 23-ე მუხლების დაცვაში, რომლებიც ეხება სიტყვის თავისუფლების და მიმოწერის საიდუმლოების გარანტიებს. ამაყი ვარ ვიყო დამნაშავე!" - წერს დუროვი. იგი არ აზუსტებს, რომელი ორგანოდანაა გაგზავნილი უწყება და რა მიზეზით. 20 წლის წინ დუროვი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა.

იმის თაობაზე, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, უცხოეთში მცხოვრები დუროვი ჯერ კიდევ თებერვალში წერდა - მას მერე, რაც რუსეთის უწყებამ, "როსკომნადზორმა", რუსეთში Telegram-ისთვის შემოღებულ დამატებით შეზღუდვებზე განაცხადა. იმ პერიოდში გამოცემები "რასიისკაია გაზეტა" და "კომსომოლსკაია პრავდა" ერთსა და იმავე დღეს გამოქვეყნებულ, "ეფესბეს მასალების მიხედვით" დაწერილ სტატიებში აცხადებდნენ, რომ დუროვთან მიმართებით წარმოებული გამოძიება ეხებოდა ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ ასეთი საქმის არსებობა, არც ის, რომ დუროვი ეჭვმიტანილია.

პაველ დუროვი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას იმ შეზღუდვებისთვის, რომლებიც Telegram-ის წინააღმდეგ აამოქმედა. "ხელისუფლება ყოველდღე ახალ საბაბს იგონებს, რათა რუსეთის მოქალაქეებს შეუზღუდოს წვდომა Telegram-თან, ის ცდილობს, ჩაახშოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სიტყვის თავისუფლების უფლებები. სევდიანი სურათია - სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია", - წერდა დუროვი თებერვალში. დუროვი ევროპის ქვეყნებსაც აკრიტიკებს Telegram-ის მუშაობასთან მათი მიმართების გამო.

აპრილში - მას მერე, რაც რუსეთში Telegram-ის ფაქტობრივად დაბლოკვა დაიწყეს - დუროვი გამოვიდა "ციფრული წინააღმდეგობის" მოწოდებით და განაცხადა, რომ მესენჯერი შეიმუშავებს ახალ მეთოდებს ბლოკისთვის თავის ასარიდებლად.

Telegram-თან რუსეთის ხელისუფლების ბრძოლამ უკმაყოფილება გამოიწვია ომის მომხრე არაერთ ბლოგერშიც - ისინი ლაპარაკობენ ამ მესენჯერის პოპულარობაზე სამხედრო სფეროში და ფრონტზე მის საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენებაზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus