სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დააინიცირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ავტომობილების შეძენის შემთხვევაში იმპორტის გადასახადს (განბაჟების საფასურს) აღარ გადაიხდიან, თუმცა ეს წესი არ შეიცვლება მოქალაქეებისთვის, რომელთაც ეს მომსახურება 1 აპრილიდან გაუძვირდათ.