2026 წლის 18 აპრილს, უწყვეტი პროტესტის 507-ე დღეს, თბილისში კვლავ გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული „შაბათის მარში“. დღევანდელ აქციაზე დემონსტრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს, რომლებიც მთავრობის კანცელარიასთან მართავენ აქციებს.