Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ერევანში 17 დემონსტრანტი დააკავეს ოპოზიციონერის, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის სასამართლოს პარალელურად

პარტია „ძლიერი სომხეთის“ პრორუსი ლიდერი, მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი შინაპატიმრობაში დარჩება. დღეს, 17 აპრილს, სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის პროკურორის შუამდგომლობა და კარაპეტიანს პატიმრობა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივა.
მას ფულის გათეთრებასა და გადატრიალებისკენ მოწოდებას ედავებიან - იგი ორივე ბრალდებას უარყოფს.

შინაპატიმრობაში მყოფი კარაპეტიანი დღეს სასამართლოში პოლიციის მანქანით მიიყვანეს.
სანამ სასამართლო ბიზნესმენის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა, მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავდნენ.
პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა გზის გახსნა სცადეს. წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციამ დემონსტრანტების შევიწროება დაიწყო, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავება მოჰყვა.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 17 ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „სამველი პრემიერ-მინისტრი!“ და „თავისუფლება!“



სამველ კარაპეტიანს, - რომლის პარტია „ძლიერ სომხეთს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში 11% აქვს, - პრემიერ-მინისტრობის ამბიცია აქვს.მიმდინარე კვირაში „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს - მათ საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა და ქრთამის მიღება ედებათ ბრალად. პარტია ფაშინიანის გუნდს „რეპრესიებში“ ადანაშაულებს.დაკავებებს ორი კვირით წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაფრთხილება ნიკოლ ფაშინიანისადმი, სომხეთში ხელი არ შეუშალოს პრორუსული ძალების სრულყოფილად მონაწილეობას არჩევნებში.„ძლიერი სომხეთი“ და პუტინის გაფრთხილება„ძლიერი სომხეთი“ არის პრორუსული ოპოზიციური პარტია, რომელიც დაფუძნებულია რუსეთისა და სომხეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ინიციატივით.
კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, რამდენიმე თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო, 2026 წლის იანვრიდან კი შინაპატიმრობაშია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus