Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი: ისრაელს ლიბანის დაბომბვა ეკრძალება: "საკმარისია უკვე!"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ლიბანის შემდგომი დაბომბვები აუკრძალა. მან აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირის მიმართ უჩვეულოდ მკაცრი ტონი გამოიყენა და აღნიშნა, რომ ირანთან ნებისმიერი ამერიკული შეთანხმება ლიბანის კონფლიქტთან არ არის დაკავშირებული.

"ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს. აშშ-მა
მათ ამის გაკეთება აუკრძალა. საკმარისია უკვე!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისს ტრამპის განცხადებაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხია, მაგრამ ნეთანიაჰუმ უფრო ადრე თქვა, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანში "უახლოესი საფრთხისგან" თავდაცვის მიზნით არიან.

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 16 აპრილს გრინვიჩის დროით 21:00 საათზე შევიდა. ამან შეაჩერა ბრძოლები, რომლებიც 2 მარტს დაიწყო, როდესაც "ჰეზბოლამ" ჩრდილოეთ ისრაელს ცეცხლი გაუხსნა ირანისთვის აშშ-სა და ისრაელთან ომში მხარდაჭერის ნიშნად, რასაც ისრაელის იერიში მოჰყვა. ისრაელის თავდასხმებს ლიბანის ლიბანის ქალაქებსა და სოფლებზე ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, 2000 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ირანსა და აშშ-ს შორის არანაირად არ იქნება დაკავშირებული ლიბანთან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ზავის დარჩენილ პერიოდში ღია იქნება.
ტრამპმა კი მოგვიანებით დაწერა: "ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს დახურავს. ის აღარ იქნება გამოყენებული იარაღად მსოფლიოს წინააღმდეგ!"
ირანმა მკაცრად უპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაეიმ გააფრთხილება გამოთქვა: თუ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდა, თეირანი "საჭირო საპასუხო ზომებს" მიიღებდა.

მან თქვა, რომ შეთანხმების მისაღწევად დამატებითი მოლაპარაკებები იქნება საჭირო და რომ ეს, "სავარაუდოდ, შაბათ-კვირას" მოხდება. ტრამპმა დაამატა, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ "შეიძლება" ისლამაბადში ჩავიდეს.

აშშ-ის და ისრაელის ომმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, ფაქტობრივად დახურა სრუტე, რომლის გავლითაც, როგორც წესი, მსოფლიო ბაზარზე გადიოდა ნავთობისა და თხევადი გაზის დაახლოებით მეხუთედი.

38-დღიანი ომის შემდეგ, 8 აპრილს ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა; ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ირანში შემავალ და ირანიდან გამომავალ გემებს ბლოკადა დაუწესა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus