აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით მასირებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, დარტყმის სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. ქალაქში დროებით დახურეს სკოლები.