Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელის და ლიბანის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში მოილაპარაკეს

ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს ურთიერთშეთანხმებულ დროსა და ადგილას, გამოაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვაშინგტონში, შეერთებული შტატების მასპინძლობით გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ.

ორივე მხარემ განაცხადა, რომ მათ პოზიტიური დისკუსიები გამართეს, თუმცა ჯერ არ არის ნათელი, შეთანხმდნენ თუ არა ისინი სამშვიდობო ჩარჩოზე.

ეს იშვიათი შეხვედრა იყო ორი მთავრობის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ტექნიკურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც ისრაელი შეიქმნა 1948 წელს. ისინი მოლაპარაკებებში ერთმანეთის საწინააღმდეგო დღის წესრიგით შევიდნენ, ისრაელმა გამორიცხა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის განხილვა და ბეირუთს ჰეზბოლას განიარაღება მოსთხოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორივე მხარემ „პროდუქტიული დისკუსიები გამართა პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით“.

მასში ჩამოყალიბებული იყო თითოეული ქვეყნის პოზიციები, თუმცა არ იყო ნათქვამი, რომ მათ რაიმე საერთო პოზიციას მიაღწიეს. „ყველა მხარე დათანხმდა პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას ორმხრივად შეთანხმებულ დროსა და ადგილას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაშინგტონში ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, ისრაელის ელჩმა შეერთებულ შტატებში, იეხიელ ლეიტერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიბანის მთავრობამ მოლაპარაკებების დროს ნათლად განაცხადა, რომ ის აღარ იქნება „ოკუპირებული“ ირანთან მოკავშირე ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას მიერ. მან არ ისურვა ეთქვა, შეწყვეტს თუ არა ისრაელი ლიბანზე თავდასხმებს.

ლიბანის ელჩმა, ნადა მოავადმა, წინასწარი შეხვედრა „კონსტრუქციულად“ შეაფასა. Reuters-ისთვის მიცემულ განცხადებაში მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის, იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და ლიბანში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად ზომების მიღებისკენ.

შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში კრიზისის კრიტიკულ მომენტში იმართება, შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის არამყარი შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ.

რეგიონში ფართო კონფლიქტი 28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმებით დაიწყო. ჰეზბოლამ, რომელიც აშშ-ი ტერორისტულ ორგანიზაციად არის შერაცხილი, თეირანის მხარდასაჭერად ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც მოჰყვა ისრაელის იერიში, რომლის შედეგადაც, ლიბანის ხელისუფლების ცნობით, 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1,2 მილიონი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უმაღლესი რანგის დიპლომატისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, რუბიოს ყოფნა მიუთითებდა ვაშინგტონის სურვილზე წინსვლა იყოს დაპირისპირების ამ სექტორში.
ტრამპმა ისრაელს მოუწოდა, შეამციროს ლიბანში თავდასხმები, რათა თავიდან აიცილოს აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა მსოფლიოში ნავთობის მიწოდების უდიდესი შეფერხება გამოიწვია ისტორიაში, რამაც გაზარდა ზეწოლა ტრამპზე, ეპოვა გამოსავალი.
ირანი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უნდა იყოს გათვალისწინებული ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართომასშტაბიანი ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაში, რაც ართულებს პაკისტანის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს შემდგომი, არასასურველი ეკონომიკური შედეგების თავიდან აცილებას.
ვაშინგტონი არ იზიარებს ამ მიდგომას და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ორ ნაწილს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus