Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჩეხეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, სამ მოსამართლესა და ერთ პროკურორს

ჩეხეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის მიმართვის საფუძველზე, სანქციები დააწესა „ქართული რეჟიმის ხუთი წარმომადგენლის“ - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, სამი მოსამართლისა და პროკურორის მიმართ. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ისინი პასუხისმგებელნი არიან 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.


სანქციები დაუწესდათ:


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს;
მოსამართლე კობა ჩაგუნავას;
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს;
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას;
პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს.
წელს, იანვარში ჩეხეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ სამ მაღალჩინოსანს:
ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ - შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს. ის აშშ-ის, ბრიტანეთისა და ბალტიის ქვეყნების მიერაა სანქცირებული;ვაჟა სირაძეს, საპატრულო პოლიციის უფროსს;მირზა კეზევაძეს, ხარაზიშვილის მოადგილეს.ივნისსა და ივლისში ხარაზიშვილმა და კეზევაძემ თანამდებობები დატოვეს, სირაძე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციები აქვთ დაწესებული ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, მათ შორის ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიას და გერმანიას, ასევე - დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და უკრაინას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus