Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მედვედევმა რუსეთის ამოცანად გამოაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების დაშლა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ამოცანები უცვლელია - „დასავლეთის მაქსიმალური დასუსტება“.


დღეს, 21 ოქტომბერს, მედვედევმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა ნააზრევი, რომელიც BRICS-ის მე-16 სამიტს მიუძღვნა. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ამ გაერთიანების სამიტი ხვალ, 22 ოქტომბერს, გაიხსნება რუსეთის ქალაქ ყაზანში.


მედვედევმა მოიშველია რუსი პოეტის, ტიუტჩევის მიერ 1864 წელს ნათქვამი, რომ დასავლეთის სახელმწიფოებისადმი რუსეთის ერთადერთი პოლიტიკა უნდა იყოს არა რომელიმესთან კავშირი, არამედ მათი გაყოფა და განცალკევება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ აქვთ რუსეთისადმი მტრობის უნარი.


მედვედევის განცხადებით, გასული 160 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და „ამოცანები იგივეა - დასავლეთის მაქსიმალური დასუსტება და დამცირება, მათ შორის ევროპის“ და ამის შემდეგ „მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - თავად ამერიკის შეერთებული შტატების დაშლა ან, როგორც მინიმუმ, ამერიკის სრულფასოვანი საპირწონის შექმნა, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის და ვარშავის ხელშეკრულების არსებობის პერიოდში“.


მედვედევი „უკვე ხედავს ახალი ბალანსის პერსპექტივებს“ - BRICS-ს და ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელიც ჩინეთს, რუსეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს აერთიანებს.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus