კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ უკვე პრეზიდენტთანაა. ვეტოს დასადებად სალომე ზურაბიშვილს 2 კვირა აქვს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის ხმები მისი ვეტოს დასაძლევად. ამ შემთხვევაში კანონი არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნდება.