13 მაისს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „აგენტების კანონი“, საპარლამენტო კომიტეტში, 67 წამში დაამტკიცა. კანონპროექტის კანონად ქცევამდე დარჩენილია მაქსიმუმ ორი კენჭისყრა და ორი შანსი „ოცნებისთვის“ - დაასრულოს მასობრივი საპროტესტო მოძრაობა ქვეყნის შიგნით და უპრეცედენტო კრიტიკა ქვეყნის გარედან.