ქუთაისში საზოგადოებრივი პლატფორმის, „თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით გაიმართა ე.წ. „აგენტების კანონის“ საერთო-საზოგადოებრივი განხილვა, რის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას.