რუსეთში თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის სასამართლომ კვლავ ჯარიმა შეუფარდა სოციოლოგ ისკანდერ იასავიევს იმისთვის, რომ მას ეჭირა პლაკატი, რომლითაც ითხოვდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ჟურნალისტის, 18 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ალსუ კურმაშევას გათავისუფლებას.