რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაამარტივა გალის რაიონის მცხოვრებთათვის „ბინადრობის მოწმობის“ გაცემის წესი. ეს არის ვადიანი საბუთი, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრებ „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს აძლევენ. ასეთად კი დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ანუ გალელების უდიდეს ნაწილს. ისინი სწორედ „ბინადრობის მოწმობით“ ახერხებენ ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლას.